Angular-ის ინტენსიური კურსი

Angular-ის ინტენსიური კურსი

Sep 24, 2022

ჩვენი ვებ-გვერდის მომხმარებლის მაღალი ინტერესიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე გადავწყვიტე val-do.com-ზე გავაკეთო ფასიანი კურსები, რომლის ფარგლებშიც შეისწავლით Angular “ფრეიმვორქს”.

ლექციები ჩატარდება კვირაში 3 დღე და მისი ხანგრძლივობა იქნება 1 საათიდან 2 საათამდე, შევხვდებით ონლაინ, ტელეგრამის საშუალებით, ასევე ჩავიწერ ყველა ლექციას Full HD ფორმატში და გამოგიგზავნით ლექციის დასრულების შემდგომ.

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს, რომლის ფარგლებშიც შეისწავლით Angular “ფრეიმვორქის” საფუძვლებს, არქიტექტურის დაგეგმვას და რაც ყველაზე მთავარია, მოგიწევთ რეალურ API-სთან მუშაობა.

ჩემი მიზანია მაქსიმალურად მივაჩვიო სტუდენტი “ფრეიმვორქთან” მუშაობას და ვასწავლო მისი ყველა უპირატესობა.

კურსის დასრულების ბოლოს თქვენ გექნებათ გამოცდილება რეალურ API-სთან მუშაობის და შექმნით val-do.com-ის მსგავს საიტს, რომელშიც შევა:

  • მომხმარებლის რეგისტრაცია/ავტორიზაცია

  • მომხმარებლის როლები

  • კურსების დამატება, რედაქტირება, წაშლა

  • ფოტოების ატვირთვა

  • კომენტარების მოდული

  • შეფასებების მოდული

  • ქვიზის მოდულის დამატება და სხვა…

კურსზე რეგისტრაციისთვის აუცილებელი წინაპირობაა გავლილი გქონდეს val-do.com-ზე დამატებული კურსები HTML CSS, JavaScript-ის კურსი დამწყებთათვის, TypeScript-ის კურსი დამწყებთათვის.


🏷 კურსზე რეგისტრაციის ღირებულება შეადგენს თვეში 100$.

👉🏻 კურსის შეძენისთვის დააჭირეთ მოცემულ ბმულს

*კურსის დასაწყებად აუცილებელია დარეგისტრირდეს მინიმუმ 5 სტუდენტი.

ℹ️ თუ გაქვს შეკითხვები შეგიძლია მოგვწერო ჩვენს ტელეგრამ 👉🏻 ჯგუფში

Angular-ის კურსის სილაბუსი

ლექცია 1

  • Angular-ის მოკლე ისტორია

  • პოპულარული ფრეიმვორქები

  • TypeScript-ის შესავალი

  • Git-ის და Node-ის ინსტალაცია

  • ანგულარის არქიტექტურის მიმოხილვა

ლექცია 2

  • Git-ის ძირითადი ბრძანებები

  • Github-ის განხილვა და პროექტის მიღება

  • NPM-ის განხილვა

  • NPM-ის Package-ების ინსტალაცია, წაშლა

ლექცია 3

  • Angular აპლიკაციის ინიციალიზაცია

  • Angular CLI-ის განხილვა

  • Angular.json-ის განხილვა

  • პირველი Hello world აპლიკაციის გაშვება

  • ტექსტის ინტერპოლაცია

ლექცია 4

  • კომპონენტების ინციალიზაცია CLI-ის დახმარებით

  • კომპონენტებს შორის ინტერაქცია

  • კომპონენტების ენკაფსულაცია (encapsulation)

  • კომპონენტების სტილები

ლექცია 5

  • კომპონენტებს შორის ინტერაქცია

  • @Input() დეკორატორი

  • @Output() დეკორატორი

  • Angular EventEmitter

ლექცია 6

  • content projection

  • Angular-ის template-ის შესავალი

  • ატრიბუტების binding

  • კლასების და სტილების binding

ლექცია 7

  • თვისებების (property) binding

  • მოვლენების (event) binding

  • Two way binding

ლექცია 8

  • pipe-ების განხილვა

  • ჩაშენებული pipe-ების გამოყენება template-ში

  • custom pipe-ების ინიციალიზაცია

ლექცია 9

  • template reference variable-ების გარჩევა

  • ჩაშენებული Angular directive-ები

  • ngClass დირექტივის გარჩევა

  • ngStyle დირექტივის გარჩევა

ლექცია 10

  • ჩაშენებული სტრუქტურული დირექტივები

  • ngIf დირექტივის გარჩევა

  • ngFor დირექტივის გარჩევა

  • custom დირექტივების შექმნა

ლექცია 11

  • Angular services

  • dependency injection

ლექცია 12

  • Angular router

  • router parameters

  • query parameters

  • routerLink

  • routerOutlet

  • routerLinkActive

ლექცია 13

  • Angular life cycle hooks

  • ngOnInit()

  • ngOnDestroy()

  • ngAfterViewChecked()

  • მოდულების შესავალი

  • lazy modules

ლექცია 14

  • შესავალი template driven forms-ებში

  • ფორმების ვალიდაცია

ლექცია 15

  • შესავალი reactive forms-ებში

  • ფორმების ვალიდაცია

  • ფორმის ჯგუფების შექმნა

  • დინამიური ფორმების აწყობა

ლექცია 16

  • HttpClient

  • მოთხოვნების გაგზავნა 

  • post, get, put, delete

  • api-სთან მუშაობა და მონაცემების გამოტანა ეკრანზე

ლექცია 17

  • RxJs-ის შესავალი

  • RxJs-ის ოპერატორები

    • pipe

    • map

    • tap

    • switchMap

    • map

    • mergeMap

    • of

ლექცია 18

  • ვებგვერდის აწყობის დაწყება

  • Angular router guards

  • canActivate

  • canActivateChild

  • canDeactivate

ლექცია 19

  • პოსტმენთან მუშაობის განხილვა

  • ავტორიზაციის დაგეგმვა

  • რეგისტრაციის დაგეგმვა

ლექცია 20

  • Angular interceptors

  • მოთხოვნის ჰედერების მოდიფიკაცია

  • დაცული მოთხოვნების გაგზავნა სერვერთან

ლექცია 21

  • თეგების გვერდის აწყობა

  • თეგის დამატება

  • რედაქტირება

  • წაშლა

ლექცია 22

  • Angular material-ის შესავალი

  • კატეგორიების გვერდის დასაწყისი

  • დიალოგების პრაქტიკაში გამოყენება

ლექცია 23

  • 3rd party application-ების დაყენება ანგულარის პროექტში

  • ng-select-ის გარჩევა და პრაქტიკაში გამოყენება

  • swiperjs-ის გარჩევა და პრაქტიკაში გამოყენება 

ლექცია 24

  • ფოტოს/ფაილების ატვირთვა, წაშლა, რედაქტირება

  • პროექტის დასრულება და განხილვა

  • კითხვა პასუხი კურსის დასრულების შემდგომ

  • რჩევები კარიერის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად

პ.ს. ფასიანი კურსების გამოცხადება არ ნიშნავს იმას, რომ მე შევწყვეტ უფასო პროგრამირების გაკვეთილების გადაღებას.

¿Te gusta esta publicación?

Comprar Val Do un café

More from Val Do